| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
–
სომხეთ–აზერბაიჯანის კრიზისის სასიკეთოდ გადაჭრის პერსპექტივა
„საერთოდ არ ჩანს“, განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა ფედორ ლუკიანოვმა.
ლუკიანოვმა ტელეგრამ არხზე „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“
მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ „სომხეთში შიდაპოლიტიკური ჩიხი მწიფდება, რომელიც ყველა
პოტენციური შესაძლებლობის პარალიზებას ახდენს“. ამასთან, მისივე თქმით, აზერბაიჯანში
„დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი წვერებით უჭირავთ და ნაბიჯ–ნაბიჯ მიიწევენ დასახული
მიზნისკენ, რაშიც როგორც მოწინააღმდეგის პრობლემებს, ისე იმ სირთულეებს იყენებენ, რომლებიც
მხარეებს შორის შეთანხმების მთავარ გარანტორს (რუსეთის ფედერაციას. რედ.) შეექმნა“.
როგორც ლუკიანოვის აცხადებს, თუ რუსული მხარე ვერ შეძლებს
„სწრაფად და ეფექტიანად მოახდინოს კრიზისის კუპირება დიპლომატიურ დონეზე, სერიოზულად
დადგება სამხედრო ვალდებულებების საკითხი, ვინაიდან საუბარია სომხეთის აღიარებულ ტერიტორიებზე“.
„რამდენად შეუძლია რუსეთს დღეს ამ ვალდებულებების შესრულება,
იმის გათვალისწინებით, რომ პრიორიტეტი სულ სხვაა – კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ
ეს კითხვა აუცილებლად დაისმება, ვინაიდან ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით
(ერთის ჩიხი და მეორეს ეიფორია), სავარაუდოდ, დიპლომატია მდგრადი ვერ აღმოჩნდება“,
– განაცხადა მან.
სამშაბათს ერევანმა ბაქო სომხეთის ქალაქების დაბომბვაში
დაადანაშაულა. აზერბაიჯანმა კი სომხეთი დაადანაშაულა საზღვარზე განხორციელებულ მასშტაბურ
დივერსიაში. სომხურმა მხარემ ოფიციალურად მოითხოვა სამხედრო დახმარება კუხო–სგან. სამშაბათი–ოთხშაბათის
ღამით კი სომხეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ
მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ერევანში და გიუმრიში მასობრივი საპროტესტო აქციები
მიმდინარეობს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები
შენობის შტურმს შეეცადნენ. პროტესტზე გამოსულებმა ქალაქ გიუმრის ცენტრალური ქუჩაც გადაკეტეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss