ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინალ არძინბა: საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია
15 სექტემბერი, 2022, 17:10
ინალ არძინბა: საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია

თბილისი (GBC) - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ საქართველოსთან ახალი ომის ალბათობა ფასდება როგორც მაღალი. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე თქვა, რომელსაც რუსული მედია ციტირებს.

არძინბამ „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის სიტყვები გაიხსენა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის შესახებ.

„შემდეგ მან თქვა, რომ რეფერენდუმი არ იქნება. განცხადება – განცხადებად და საქმით რას მოიმოქმედებენ, ეს სხვა საკითხია. საქმე ისაა, რომ იზრდება იარაღის მიწოდებაზე კონტრაქტების რაოდენობა ნატოელებთან, მზარდია კონსულტაციები, 300 მილიონი დოლარი ყოველწლიურად და სხვ. ალბათ, ამით მშვიდობისთვის არ ემზადებიან, დიდი ალბათობით, ეს ომისთვის მზადებაა“, – განმარტა არძინბამ.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა და მოგვიანებით ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები