ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმიდან შემოსავლებმა პანდემიამდელი მაჩვენებლის 94,6% შეადგინა
16 სექტემბერი, 2022, 12:00
ტურიზმიდან შემოსავლებმა პანდემიამდელი მაჩვენებლის 94,6% შეადგინა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მოხარულია, რომ ტურიზმის ინდუსტრია განაგრძობს დადებითი დინამიკით განვითარებას და აღდგენას. აგვისტოში ჩვენ გვაქვს საამაყო შედეგი. ჩვენ არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ ის დაახლოებით 30 პროცენტამდე გავაუმჯობესეთ. ასევე სასიხარულოა, რომ იანვარი-აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან მიიღო 2,1 მლრდ დოლარი", - თქვა ქვრივიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ  პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში  522,945,221   აშშ. დოლარი  შეადგინა, 2021 წლის აგვისტოს თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია  324,158,964  (+163.1%)  აშშ დოლარით.

რაც შეეხება იანვარი-აგვისტოს პერიოდს, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  2,141,568,321  აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%  აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 204.3 პროცენტით აშშ დოლარით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკაში ქვეყნების წილი უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. „ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების წილი, როგორიცაა ევროკავშირის და ყურის სახელმწიფოები და ისრაელი. ჩვენ განვაგრძობთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები