ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით თბილისი იტალიელი ფოტოგრაფების გამოფენას უმასპინძლებს
16 სექტემბერი, 2022, 12:52
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით თბილისი იტალიელი ფოტოგრაფების გამოფენას უმასპინძლებს

თბილისი (GBC) – 19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ "ქოლგა თბილისი ფოტოსთან" თანამშრომლობით ხორციელდება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ფოტოსურათებზე იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს.

საქართველოში იტალიის საელჩოს ცნობით, გამოფენა, რომლის კურატორები რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი არიან, სამ სექციად იყოფა ("პეიზაჟები“, „ნამუშევრები“ დაპორტრეტები"). თითოეული სექცია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სრულყოფილი მხატვრული, ისტორიული და დოკუმენტური ექსკურსია, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში უყრის თავს იტალიური ფოტოგრაფიის 160 წლიან ისტორიას ფოტოატელიეს სურათებიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ნამუშევრებამდე, და მათი მეშვეობით ქმნის უჩვეულო კუთხით დანახული ლანდშაფტის, მოვლენებისა და ადამიანების პორტრეტების გალერეას, რომელიც შესანიშნავად გადმოგვცემს მუდმივ ევოლუციაში მყოფი ქვეყნის მრავალსახეობასა და იტალიური ფოტოგრაფიის გასაოცარ კომპლექსურობას.

გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოგრაფებს შორისაა: ვიტორიო სელა, ჯანი ბერენგო გარდინი, პიერჯორჯო ბრანცი, ფრანკო ფონტანა, ალექს მაიოლი, ნინო მილიორი, პაოლო პელეგრინი, ფერდინანდო შანა, მარიო ჯაკომელი, ჯან პაოლო ბარბიერი და სხვები.

გამოფენა გაიხსნება 19 სექტემბერს, ორშაბათს, 19:00სთ-ზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 27).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები