ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება – ღარიბაშვილის დღის წესრიგი გაეროს 77–ე სესიაზე
19 სექტემბერი, 2022, 10:49
ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება – ღარიბაშვილის დღის წესრიგი გაეროს 77–ე სესიაზე

თბილისი(GBC) – ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში დავით ბაქრაძემ უთხრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირას გაემგზავრა. ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია უკვე ნიუ-იორკშია. ხვალ გაიხსნება უკვე გაეროს 77-ე სესია, რომელსაც რა თქმა უნდა, დაესწრება და გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხები, გამომდინარე ჩვენი გამოწვევებიდან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს დელეგაციის შეხვედრების და საუბრების მთავარ დღის წესრიგში”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები