ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის ექსპორტზე იზრუნებენ
19 სექტემბერი, 2022, 10:59
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის ექსპორტზე იზრუნებენ

თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით განხორციელდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტურის ფარგლებში, სტუმრები  ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მწარმოებლებს  შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მიეღოთ მათგან დიდი ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები.

ვიქტორია დასკალი, ღვინის მწერალი: „აქაურობა არაჩვეულერბრივია, ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც მე ღვინოში მიყვარს: კულტურა, ისტორია, ლეგენდები, რელიგია. ამაღელვებელი ტურია, მოხიბლული ვარ ყველაფრით, რაც ვნახე, ძალიან მომეწონა მწარმოებლები და ამ ტურის საუკეთესო ნაწილია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ამ ღვინოების უკან დგანან, ისტორიის გაცოცხლება და ჩვენთვის გაზიარება. ღვინოები ნამდვილად არაჩვეულებრივია, მე უკვე ვაღიარე, რომ ძალიან მიყვარს ქართული ღვინო, თუმცა მისი საქართველოში დაგემოვნება მეტად განსაკუთრებულია. ვიხილეთ სხვადასხვა სტილის ღვინოები, რომელთა ხარისხი ძალიან მაღალია“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები