| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)- II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2%-ით.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მიმდინარე ფასებში, მლნ. ლარი):
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:
2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75%), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 %), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 %), განათლება (12.0 %), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 %). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 %), მშენებლობა (-3.2 %).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 %) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 %), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 %), მშენებლობა (7.6 %), ტრანსპორტი
და
დასაწყობება
(6.5 %), სახელმწიფო მმართველობა (6.0 %), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 %).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss