| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო
სავაჭრო
ბრუნვამ
$11.9 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6%-ით მეტია.
აქედან
ექსპორტი
$3.6 მლრდ–ს შეადგენს (36.9%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი $8.4მლრდ (36.5
%-ით მეტია). საქართველოს
უარყოფითმა
სავაჭრო სალდომ,
2022 წლის
იანვარ–აგვისტოში,
$4.8 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2017-2022 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:
ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში:
იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი
($502.6 მლნ.), აზერბაიჯანი ($421.5
მლნ.)
და
რუსეთი
($409.3 მლნ.)
იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.7 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($1.5მლრდ),
რუსეთი
($1.1 მლრდ) და ჩინეთი ($724 მლნ).
იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($1.8 მლრდ),
რუსეთი
($1.5 მლრდ) და ჩინეთი ($1.2 მლრდ).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss