ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
"გადაიღე საქართველოში": ჰოლივუდის სპეციალისტები საქართველოში გადასაღებ ლოკაციებს სწავლობენ
19 სექტემბერი, 2022, 14:32
გადაიღე საქართველოში: ჰოლივუდის სპეციალისტები საქართველოში გადასაღებ ლოკაციებს სწავლობენ

თბილისი (GBC) – პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ქვეყანას ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ამერიკელ სკაუტებს აქვთ კონკრეტული ფილმები, რომლებისთვისაც განიხილავენ გადასაღებ ლოკაციებს, კერძოდ დიდი ინტერესია საბჭოთა არქიტექტურისა და საბრძოლო სცენების ამსახველი ლოკაციების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.

„აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები