ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომიტეტმა გენერალური აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
19 სექტემბერი, 2022, 14:57
კომიტეტმა გენერალური აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

თბილისი (GBC) – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილს ორშაბათის სხდომაზე მოუსმინა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

„სახელმწიფო აუდიტი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. იგი არის საქართველოს პარლამენტის მთავარი ინსტიტუტი რომელიც საჯარო ფინანსების და ხალხის ფულზე კონტროლს უზრუნველყოფს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტია. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაღალ დონეზე მუშაობდეს და მისი ხელმძღვანელი იყოს მაღალპროფესიონალი", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

„სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება და ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუცია გახდეს კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტიანი", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები