ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პურის გაიაფებისთვის ყველა წინაპირობა შექმნილია
19 სექტემბერი, 2022, 16:52
პურის გაიაფებისთვის ყველა წინაპირობა შექმნილია

თბილისი (GBC) - რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი აღდგა, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის მთავრობის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის 100 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირებამ. აგვისტოში საქართველოში სულ $11.6 მლნ-ის  29.8 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 5%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021აგვისტო - $12.3 მლნ-ის 51.8 ათასი ტ). იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ფასები შემცირდა ზეთსა და საფუარზეც, ბაზარზე ყველა წინაპირობაა შექმნილი პურის გაიაფებისთვის.

ხორბლის იმპორტი მიმდინარე წლის მაისიდან მცირე რაოდენობით ხორციელდებოდა, მიზეზი რუსეთის მხრიდან საექსპორტო გადასახადის ზრდა იყო.

პარალელურად ხორციელდება ფქვილის იმპორტი. აგვისტოში საქართველოში $9 მლნ-ის 23.7 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 991%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის 99%-ზე მეტი საქართველოში რუსეთიდან შემოდის.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა GBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადის შემცირება აღადგენს მცირე და საშუალო წისქვილკომბინატების მუშაობას. თუმცა ხორბლის იმპორტის შარშანდელი რაოდენობის აღსადგენად იდეალური რუსეთში საექსპორტო გადასახადის 30 დოლარამდე შემცირება იქნება.

სილაგავას განცხადებით დღეის მდგომარეობით 1 ტომარა ფქვილი დაახლოებით 10 ლარით არის გაიაფებული და საშუალოდ 72-74 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები