ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე დილიჟანშია სიმპოზიუმზე
20 სექტემბერი, 2022, 14:41
გვენეტაძე დილიჟანშია სიმპოზიუმზე

თბილისი (GBC) -  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე დილიჟანში "ბრეტონ ვუდსის კომიტეტისა" და სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის სიმპოზიუმში "ფინანსები და ფული ახალ მაკრო და ტექნოლოგიურ გარემოში" მონაწილეობს.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში (19-20 სექტემბერი), მონაწილეებმა ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სფეროში, რაც საფინანსო და საგადახდო მომსახურებების მიმართულებით განსაკუთრებით აქტუალური Covid-19 პანდემიის შემდეგ გახდა.

 

ამასთან, საუბარი შეეხო ციფრული ვალუტის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ და პოლიტიკურ გამოწვევებს, ასევე, მდგრად ეკონომიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ ზრდას.

 

კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა ახალი ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ ციფრული ვალუტის დანერგვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორც დადებითი მხარეები, ისე ის გამოწვევები რაც ვალუტის გაციფრულებას მოჰყვება. "ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, თუკი მას საპროცენტო სარგებელი დაერიცხება,  გააძლიერებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რადგანაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებულ ქვეყნებში," - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და მთავრობის, კერძო სექტორის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 


 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები