ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ყველაზე იაფი მედიკამენტები გერმანიიდან შემოდის
20 სექტემბერი, 2022, 16:20

თბილისი (GBC) – აგვისტოში საქართველოში $34.3 მლნ-ის 978 ტონა მედიკამენტები (დაფასოებული) შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 29.2%-ით, ხოლო რაოდენობაში 48.4%-ით მეტია წინა წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აპრილი $26.5 მლნ-ის 659 ტ).

ტოპ5 საიმპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - $7.6 მლნ-ის 119 ტ (1კგ 63.6 დოლარი).

2. რუსეთი - $3.2 მლნი-ს 76 ტ (1კგ 42დოლარი).

3. შვეიცარია - $2.7 მლნ-ის 23 ტ (1კგ 117.7 დოლარი).

4. უნგრეთი - $2.6 მლნ-ის 30 ტ (1კგ 88.5 დოლარი).

5. გერმანია - $2.5 მლნ-ის 122 ტ (1კგ საშუალოდ 21 დოლარი).

სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ფასი აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია 13%-ით. თუ შარშან 1 კგ მედიკამენტის ღირებულება საშუალოდ 40.3 დოლარი იყო, წელს მისი ფასი 35.1 დოლარია.

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში,საქართველოს აფთიაქებში ფასების ცვლილება შემდეგნაირად გადანაწილდა:

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები გაიაფდა 3.7%-ით.

ტკივილგამაყუჩებელი წამლები გაიაფდა 5.9%-ით.

ანტიბიოტიკები გაიაფდა 4%-ით.

ანთების საწინააღმდეგო წამლები გაძვირდა 2.7%-ით.

შპრიცი გაძვირდა 12.6%-ით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები