| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი(GBC) - საქსტატის
მონაცემებით, აგვისტოში საქართველოდან $9.1 მლნ-ის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე.
ამ პერიოდში ენერგიის 100% თურქეთში გაიყიდა.
2014 წლის შემდეგ პირველად,
აგვისტოში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.
აღნიშნულს GBC-სთან
საუბარში ენერგეტიკოსი გია არაბიძე აფასებს და რამდენიმე გარემოებას უკავშირებს.
მისი თქმით, პირველი,
საქართველოში არსებული ჰიდრო ელექტრო სადგურების კარგ მომზადებაა უხვი ნალექისადმი.
მეორე მიზეზად არაბიძე
აგვისტოში თბოსადგურების მუშაობას უკავშირებს და განმარტავს, რომ სამხრეთ დერეფნის
გაზსადენში მეტი გაზი გაედინება, ვიდრე შარშან.
ქვეყანას კი გატარებული ენერგიის 5% ერგება, რაც, თავის მხრივ, თბოსადგურზე
ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იქნა გამოყენებული.
გია არაბიძის შეფასებით,
რადგან სამეზობლოში ელ.ენერგიის ფასმა აიწია (განსაკუთრებით თურქეთში), ეკონომიკური
სტიმულებიდან გამომდინარე ენერგიის თითქმის 100% თურქეთში გავყიდეთ.
,,აგვისტოს თვე მშრალი
გამოდგა, დღეს ენგურჰესში წყლის დონე მინიმუმზეა დასაფიქრებელი. ელექტროენერგიის შესყიდვა
ზამთარში აუცილებლად დაგვჭირდება, საუბარია ენგურის, როგორც მარეგულირებლის მნიშვნელობაზე.
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობის $40 მლნ-იანი
დადებითი სალდო გვაქვს, რაც თავის მხრივ დადებითი ფაქტია’’, - აცხადებს გია არაბიძე
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss