| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას
გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც
2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ
არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 სექტემბრის მდგომარეობით, 4 700 ტონა არასტანდარტული
ვაშლია რეალიზებული, რომლის სანაცვლოდაც ფერმერებმა 1,1 მლნ ლარი მიიღეს. მარტივი დაანგარიშებით,
1 კგ არასტანდარტული ვაშლის საუშალო ფასი 0,234 ლარს შეადგენს.
სამინისტროს ცნობით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის
რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 10 გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული.
პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, ჩააბარონ
სამრეწველო ვაშლი რაც, ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების
ნედლეულით უზრუნველყოფას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss