| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მეზობელ
ქვეყნებთან არსებულ სასაზღვრო პუნქტებზე: საქართველო, ყაზახეთი, ფინეთი და სხვ. საზღვრების
გადაკვეთის მსურველთა უპრეცედენტო რიგები დგას. ამის შესახებ ვიდეოკადრები სოციალურ
ქსელებში ვრცელდება.
ყაზახეთის პარლამენტში ხუთშაბათს, 22 სექტემბერს საგანგებოდ
განიხილეს რუსეთის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვის საკითხი, რასაც დეპუტატებმა მხარი
არ დაუჭირეს.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის
დაბრუნების საკითხი ოფიციალურ დონეზე ჯერ არ განიხილება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვიდან ბაქოს, ერევნის
და სტამბოლის მიმართულებებით ავიაბილეთების დეფიციტი პუტინის განცხადებიდან რამდენიმე
წუთში შეიქმნა.
ხუთშაბათს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის აეროპორტებში
ქვეყნიდან გამგზავრების მსურველ კაცებს პოლიცია აკავებს და დაკითხვაზე გადაჰყავთ.
რუსულ სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება კადრები კომისარიატებიდან,
სადაც მობილიზაციას დაქვემდებარებულები იკრიბებიან, მათ შორის იაკუტიაში, ჩეჩნეთში
და სხვა რეგიონებში.
პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას რუსეთის ქალაქებში
საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პოლიციამ დააკავა 1300–ზე მეტი აქტივისტი, რომელთაც
ჯარში გაწვევის ცნობები გადასცეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე
კონტშეტევებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss