ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„დელტა ქონსალთინგი“ პენიტენციურ სამსახურს 41%-ით იაფად მოემსახურება
23 სექტემბერი, 2022, 15:12
„დელტა ქონსალთინგი“ პენიტენციურ სამსახურს 41%-ით იაფად მოემსახურება

თბილისი (GBC) - საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოსათვალთვალო სისტემების შეძენისთვის 32.3 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვის ელექტრონული პროცედურა გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდა. დოკუმენტაციიდან ვიგებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს, მოცემული პროცედურით ვლინდება უმდაბლესი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

აღნიშნულ შესყიდვას შპს ,,დელტა ქონსალტინგი’’ ლიდერობს, რომელმაც 41%-ით ნაკლები თანხა შესთავაზა სამსახურს აღნიშნული მომსახურებისთვის. დელტა ქონსალთინგი მომსახურებას 17.8 მლნ ლარად შეასრულებს.

სხვა კანდიდატებმა შემდეგი შეთავაზებები გააკეთეს: შპს ,,იუჯითი’’ - 30მლნ ლარი; შპს ,,ვეზირი’’ – 24.3 მლნ ლარი; შპს ,,ნეოტექი’’ – 20.1 მლნ ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდება  გრიფით საიდუმლო. შესაბამისად, დანარჩენი დეტალები უცნობია.

დელტა ქონსალთინგი დაარსებულია 2014 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას მონაწილეობა მიღებული აქვს 245 ტენდერში, აქედან 135 მოიგო. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 24.2 მლნ ლარია. კომპანიას 108 გამარტივებულ შესყიდვაში 15.2 მლნ ლარი აქვს მიღებული.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

გიორგი ჯალიაშვილი – 60%;

დავით გიორგაძე – 20%;

გიორგი მიროტაძე – 20%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები