| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ქართული კომპანიების აქციების ფასი
ლონდონის ბირჟაზე 19–23 სექტემბრის კვირაში მინუსში გავიდნენ. წინა კვირასთან შედარებით
ყველაზე ნაკლები ვარდნა (–0,48%) საქართველოს ბანკის ჯგუფს აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი
(–4,41%) Georgia Capital-ს.
კერძოდ, გალთ & თაგარტის ცნობით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 20.75 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -0.48% წინა კვირასთან შედარებით და -0.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 526 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.45 - 21.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 107 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.04 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.73% წინა კვირასთან შედარებით და -2.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 653 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.04 - 18.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.50 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -4.41% წინა კვირასთან შედარებით და -5.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 60 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.46 - 6.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss