| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – რუსეთის
მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები, საბოლოო ანექსიის შემთხვევაში, ყირიმის ფედერალური
ოლქის შემადგენლობაში მოექცევა, ნახევარკუნძულთან ერთად. კრემლში აპირებენ, რომ ამ
ახალ წარმონაქმნს სათავეში როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი ჩაუყენონ.
ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ
ტერიტორიებზე „რეფერენდუმები“ სამშაბათს, 27 სექტემბერს მთავრდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ,
კრემლი უკრაინის ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს
განაცხადა, რომ „რეფერენდუმების“ დასრულების შემდეგ რუსეთთან ნებისმიერი დიპლომატიური
მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გახდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss