ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივლისში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება 354%-ით გაიზარდა
27 სექტემბერი, 2022, 13:49
ივლისში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება 354%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - ივლისში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება 354%-ით გაიზარდა. თუ შარშან ივლისში წარმოებულმა პროდუქციამ 1.3 ათასი ტონა შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი 5.9 ათასი ტონაა.

ამ პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2.1%–ით (Y.Y) გაიზარდა და 135.2 ათასი ტონა შეადგინა. ექსპორტმა 12.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 392%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ივლისი - 2.5 ათასი ტ).

მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისა და იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, შიდა მიწოდება შემცირებულია 1%-ით და შეადგენს 130.9 ათას ტონას (2021 ივლისი - 132.2 ათასი ტ).

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში საქართველოში $14.6 მლნ-ის ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, ხოლო საქართველოში $141.8 მლნ-ს 118.5 ათასი ტონა შემოვიდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები