ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი ფულადი გზავნილების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას არ ელის
28 სექტემბერი, 2022, 13:28
სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი ფულადი გზავნილების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას არ ელის

თბილისი (GBC) – ფულადი გზავნილების მაღალ ნიშნულზე ხანგრძლივი ვადით შენარჩუნებას საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე–პრეზიდენტი არ ელოდება. პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ოთხშაბათის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამ მიმართულებითაც არასტაბილურობაა, დინამიკა შეიძლება 1 წლით ან ცოტა ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდეს.

„სწორედ ამ ფაქტორის გამო არის ტურისტული სტატისტიკა დამახინჯებული. მოსალოდნელი სტრესული პერიოდის გათვალისწინებით, სებ–ი პირველად დააწესებს ყველა ბანკისთვის კონტრციკლურ ბუფერს. ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით 0%–ზე ნარჩუნდება, თუმცა ზრდა განიხილება“, – თქვა ლეჟავამ.

ამასთან, მისივე თქმით, სარეზერვო მოთხოვნის გაზრდაც რჩება დღის წესრიგში, თუმცა ეს ინსტრუმენტი საჭიროების მიხედვით იქნება გამოყენებული.

პაპუნა ლეჟავას თქმით, რუსეთ–უკრაინის ომს საქართველოზე მატერიალური გავლენა ჯერ არ ჰქონია და პირიქით – ფულადი შემოდინებები გაიზარდა, რასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ორნიშნა ზრდაში. ეკონომიკის ასეთი ზრდის ფაქტორად ლეჟავამ  ასევე დაასახელა პანდემიის შეზღუდვების მოხსნის და საბანკო კონტრიბუციის ეფექტი. მისივე თქმით, ეკონომიკის ორნიშნა ზრდის შენარჩუნება რთული იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები