| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფინანსური ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება - ეროვნული ბანკი დამატებითი რეგულაციების შემორებას არ გამორიცხავს. კერძოდ, მარეგულირებელი აცხადებს რომ აღნიშნული რისკის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განხილულ იქნას ფინანსური ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობისა და მათ შორის სტრუქტურული კავშირის, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების ადმინისტრატორთა ანაზღაურების სქემაში დაზღვევიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა.
„ფინანსური ორგანიზაციები წლების განმავლობაში უმეტესწილად ერთ ან ორ, ამასთან, ხშირ შემთხვევაში მათთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობდნენ და მათ სადაზღვევო პროდუქტებს მომხმარებლებს თავად სთავაზობდნენ. მსგავსი პრაქტიკა ერთი მხრივ მომხმარებლებისთვის სადაზღვევო კომპანიებისა და სადაზღვევო პროდუქტების არჩევანის თავისუფლების, მეორე მხრივ კი სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის რისკებს ზრდიდა. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობისა და ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, მათ შორის, მომხმარებლისთვის არჩევანის შესაძლებლობების ზრდის მიზნით, 2021 წლის 1 აპრილიდან "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" ახალი რედაქცია ამოქმედდა“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში და აცხადებენ, რომ ცვლილებების ამოქმედების შედეგად მომხმარებლებისთვის ალტერნატივების შეთავაზების მიმართულებით სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ შეძლო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყება, ფინანსური ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელთან დაკავშირებული დაზღვევის პორტფელის რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაზე გადანაწილების დინამიკა არასახარბიელოა.
„დაზღვევის პროდუქტებთან მიმართებით, შეიმჩნევა, გაყიდვების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ფინანსური ორგანიზაციების მიერ ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვისგან თავის არიდების ნიშნები, რაც დამატებით კვლევას საჭიროებს, მათ შორის მისტიური მყიდველის საშუალებით“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss