ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მთავრობის ახალი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი - თქვენი შეფასება და მოლოდინები
7 ივლისი, 2009, 13:48

გეგმა ხუთი პუნქტისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.

პირველი პუნქტი - სამშენებლო სექტორს გამოეყოფა ის არეალი, სადაც მათ შეეძლებათ მოსახლეობასთან დადონ ხელშეკრულებები მათი ახალი ბინებით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალ აშენებულ კორპუსებში. ამის საზღაურის ქალაქის მერია და სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამ გარანტიით სამშენებლო სექტორს საშუალება მიეცემა საბანკო სექტორისგან მიიღოს დაფინანსება, რათა მშენებლობები დაამთავროს.

მეორე - შეეხება, კაპიტალის ადეკვატურობის მნიშვნელს, დოლარზე გაცემულ სესხებზე. ეს მანამდე იყო 1.75% ახლა კი1,5%-ზე ჩამოდის. ბანკი,  რომელიც  დოლარში გასცემდა კრედიტს, მას საკუთარი კაპიტალი უნდა ქონოდა 12% x 1,75%-ზე, დაახლოებით 21%. ეს შემცირდება და გახდება 12% x 1,5%-ზე ანუ 18%.

მესამე - გაცვლითი კურსის დაზღვევის ინსტრუმენტი, საბანკო სექტორს საშუალება მიეცემა, დოლარში მოზიდული თანხების მიუხედავად, სესხები ლარში გასცეს და საკუთარ თავზე გაცვლითი კურსის რისკი არ აიღოს.

მეოთხე - სახაზინო ვალდებულებები, ბანკების მოხდება ფულის სესხება და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მეხუთე - ახალი საკრედიტო პაკეტის მოთხოვნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

მთავრობის ვარაუდით პაკეტი,მომავალი 6-9 თვის განმავლობაში ამუშავდება და მინიმუმ 200 მლნ დოლარი დარჩება ეკონომიკაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები