ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თქვენი აზრით რა ფორმით უნდა მოხდეს უიმედო სესხების პრობლემის მოგვარება
3 აგვისტო, 2009, 10:39

საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ბანკების მიმართ ვადაგადაცილებული და უიმედი სესხების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.

2009 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პრობლემური სესხების რაოდენობა ,,კრედიტ ინფოს'' საინფორმაციო ბაზაში 232 ათას ერთეულს აღწევს. მისი მოცულობა კი 230 მლნ. ლარს აღემატება.

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი სახელმწიფოს ბანკების მიმართ არსებული დავალიანებების გადაფორმებას ურჩევენ, სახელმწიფო კი ბანკებს იაფი საფინანსო რესურსების მოძიებაში დახმარებას პირდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტო GBC-იმ ინტერაქტიულ გამოკითხვა რა ფორმით უნდა დაეხმაროს სახელმწიფო კომერციულ ბანკებს არსებულ სიტუაციაში? 2009 წლის 8 - 22 ივნისის პერიოდში ჩაატარა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 203-მა რესპოდენტმა მიიღო.

გამოკითხულთა უმრავლესობა - 22.9%-ის აზრით  სახელმწიფომ მოსახლეობის ბანკებს მიმართ ვადაგადაცილებული და გადახდისუუნარო  დავალიანება უნდა გადაიფორმოს.

21,7% თვლის, რომ ბანკებს დახმარება არ სჭირდებათ, რადგან მათ პრობლემები არ აქვთ.  

19,3%-ის აზრით სახელმწიფო ბანკებს უნდა მიეხმაროს ფინანსური რესურსების მოპოვებაში, 15,7% კი თვლის რომ სახელმწიფო ბანკებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გარანტორად დაუდგეს.

8,4%-ის აზრით სახელმწიფო ბანკებს საერთოდ არ უნდა დაეხმაროს და ისინი საკუთარ პრობლემებს თვითონ გაუმკლავდებიან.

ასევე 8,4%-ი თვლის, რომ სახელმწიფომ ბანკებში წილი უნდა შეისყიდოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა.

გამოკითხულთა ყველაზე მცირე ნაწილი 3,6% კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ფული ბანკებს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე უნდა მისცეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები