| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა ახალი ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იქცევა ისევე, როგორც განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკები.
„გავიმეორებთ, სავალუტო ფონდის პოზიციას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის რეაგირება შოკზე არის გამორჩეულად კარგი, საუკეთესო. მას პანიკურად არ შეუცვლია საპროცენტო განაკვეთები, რამაც უზრუნველყო ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურებისა", - აღნიშნა სადიკოვმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ 2017 წელს, ასევე მომდევნო წლებში, საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რის საფუძველსაც იძლევა 2 ფაქტორი:
1.პირველი - საქართველო რეგიონთან შედარებით უფრო მეტად რეფორმირებულია, რაც ზრდის ქვეყნის მოქნილობასა და პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას.
2. საქართველოში სწორი რეაგირება იყო შოკზე, რადგან კურსის გაუფასურებით შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა, რაც არის კარგი საფუძველი, რომ შოკის გავლის შემდეგ, ზრდა დაუბრუნდება მის მაღალ პოტენციურ დონეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss