ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ფოთის მეგა-პორტის მშენებლობაში 250 მილიონის ინვესტირება იგეგმება
13 ნოემბერი, 2015, 15:27
ფოთის მეგა-პორტის მშენებლობაში 250 მილიონის ინვესტირება იგეგმება

თბილისი (GBC) - ფოთის პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, პირველ ეტაპზე, 250 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება, - განუცხადეს GBC-ს პორტის მფლობელ APM Terminals Poti-ში.

კომპანიის ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან პროექტის გზშ-ს ანგარიშის დადებითი შეფასების შემთხვევაში, განაცხადი მშენებლობის პირველ ეტაპზე წარედგინება ეკონომიკის სამინისტროს და  ნებართვის მიღების შემდგომ მოხდება  ფოთის მეგა-პორტის პროექტის მშენებლობის ეტაპების წარდგენა/გაცნობა.

მენეჯმენტის ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს ორი ნავმისადგომის მშენებლობას, რომელთა სიგრძე იქნება 300 მეტრი, ხოლო სიღრმე 14 მეტრი, რის შედეგადაც ფოთის ნავსადგური შეძლებს 1 მილიონ TEU კონტეინერზე მეტი ტვირთის გადამუშავებას. პროექტი დაწყებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს.

GBC-ი დაინტერესდა როგორ აფასებენ APM Terminals Poti-ში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და ხომ არ დააზარალებს ახალი პროექტი ფოთის პორტს?

-დღეისათვის საქართველოში არსებობს ოთხი ნავსადგური, რომლებიც ამუშვებენ დაახლოებით 20 მილიონ ტონას  წელიწადში. თუმცა მათი საერთო სიმძლავრე ორჯერ უფრო მეტია. „ეიპიემ ტერმინალსმა" (რომელიც ფლობს 63 ტერმინალსა და პორტს 39 ქვეყანაში) უნდა უზრუნველყოს ფოთის ნავსადგურის განვითარება ბაზრის დინამიკის გაცნობიერებით და საკუთარი ანალიზის შესაბამისად. სერიოზული ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ ინვესტიციაზე ანაკლიაში, რა თქმა უნდა, გააკეთებენ საკუთარ შეფასებებს და განსაზღვრავენ ანაკლიის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას  ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამაც შესაძლებელია გაამართლოს ან პირიქით, არ გაამართლოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ახალ ადგილზე", - აცხადებენ ფოთის ნავსადგურის მფლობელ კომპანიაში.

GBC  შემცირებული ტვირთბრუნვის მიზეზებით და ვითარების გამოსწორებისთვის დაგეგმილი ღონისძიებებითაც დაინტერესდა.

პორტის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, ტვირთების გადაზიდვის ნაკლებობას განიცდის საქართველოში არსებული ყველა ნავსადგური, რაც განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით.

„ნავთობის ფასი დაეცა, შემცირდა ფულადი გადარიცხვები საზღვარგარეთიდან, ირანის სანქციები გაუქმების პროცესშია, რუსეთს დაწესებული აქვს სანქციები, სამხედრო მოქმედებები და არეულობაა უკრაინაში - ყველა ამ ზემოთ ხსენებულმა ფაქტორმა განაპირობა ტვირთის მოცულობის შემცირება საქართველოს პორტებში და რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი ნავსადგურის მშენებლობით ზემოაღნიშნული ფაქტორები ვერ იქნება მოგვარებული.  აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური  ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში", - განაცხადეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებელობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა 20 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები