| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებზე G-20 -ის სამიტზე მსჯელობენ. ტერაქტების შემდეგ ორშაბათს, პირველი ვაჭრობები დაიწყება საფონდო ბაზრებზეც.
ექსპერტები ორშაბათს, აზიისა და ევროპის ბირჟებზე საფონდო ინდექსების ვარდნას ელიან, ინვესტორთა შეშფოთების გამო, რომ პარიზში მომხდარ ტერაქტებს ევროზონის ეკონომიკის განვითარებაზე ნეგატიური გავლენა ექნება.
ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზით, საფონდო ბაზრებს სერიოზული რეაქცია ექნება, ახლო აღმოსავლეთის ბაზრები უკვე ეცემა, საუდის არაბეთის საფონდო ბირჟის ინდექსი კვირას 35 თვის მინიმუმამდე დაეცა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროპულ ბირჟებზე არანაკლებ 2%-იანი ვარდნა დაფიქსირდება.
კომპანია IG -ის ანალიტიკოსი კრის უესტონი ამბობს, რომ არსებობს ნეგატიური სცენარის განვითარების მოლოდინი, თუმცა ბირჟებზე პანიკის დაწყებას არ ელიან.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტერაქტები სერიოზულად დააზარალებს ტურიზმის სექტორს, ასევე ლუქს-კლასის საქონლის ვაჭრობას.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი მსოფლიოში ლიდერია უცხოელი ტურისტების რაოდენობით, მაგალითად, 2014 წელს ქვეყანას 83,7 მლნ ადამიანი ესტუმრა და 150 მლრდ ევროც დახარჯა. ტურიზმი ნაციონალური მშპ-ს 7,5% იკავებს.
შეგახსენებთ, 13 ნოემბრის ტერაქტების სერიას პარიზში 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანია დაშავებული. უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში შენარჩუნდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss