| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის გამარჯვებულმაც აღნიშნულ უბანზე ესტაკადის მშენებლობა უნდა განახორციელოს.
ესტაკადის ქვეშ ხელუხლებელი დარჩება წინა რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. ტურისტებს და ქალაქის მაცხოვრებლებს მათი დათვალიერება შეეძლებათ როგორც ზემოდა, ისე ჩასასვლელი კიბეების გამოყენებით.
პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს ესტაკადის ქვეშ ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადასასვლელის მოწყობას, ესტაკადის მალის ნაშენის მზიდი კონსტრუქციების განლაგების გათვალისწინებით.
ეტაკადის მშენებლობისთვის 4,752 მლნ ლარია გამოყოფილი.
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 1 დეკემბერს, 13.30 საათზე სრულდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში. დასრულება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეშია გათვალისწინებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss