| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკიდან, ახლადმისული გოგა კალანდარიშვილი და ირაკლი რუხაძე გავიდნენ.
როგორც GBC-ი, ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე თვის წინ იუწყებოდა, პატარკაციშვილის ოჯახთან აფილირებული, „სტანდარტ ბანკის" მენეჯერები, ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოში ივნისში შევიდნენ.
აქციონერებმა 19 ივნისის კრებაზე, მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დამტკიცების გარდა, საბჭოდან აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლადო გურგენიძის ვადამდე (31.12.15) გასვლის საკითხიც განიხილეს და გურგენიძის თხოვნას მხარიც დაუჭირეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ბანკში რჩება.
ამ დროისთვის მაჟორიტარების მიერ მინორიტარებისგან აქციების გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს. 1,045 მილიარდიდან, 534 მლნ აქციის გამოსყიდვა, 10 მლნ ლარამდე, 5 გარიგების შედეგების საფონდო ბირჟაზე უკვე დაფიქსირებულია.
1 800-მდე წვრილი აქციონერისგან (19%) 18,7 მლნ ლარად (1 აქცია -0,0179 ლარი) გამოსყიდვის შეთავაზება ახალახანს გაკეთდა, აქციონერებს შეატყობინეს, რომ ოპტიმალური წინადადებაა, რადგან თითოეული აქციის გამოსყიდვის ფასი IFRS ანგარიშგებით (საერთაშორისო მეთოდოლოგიით) საბალანსო ღირებულების ≈75%-ია (01.10.15 მდგომარეობით), როცა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 50-60%-ია. ამასთან, აქციებს ძალიან დაბალი ლიკვიდურობა აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss