ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
აჭარას საკრუიზო ტურიზმის განვითარებში ბათუმის პორტის მენეჯმენტიც დაეხმარება
მაია არაბიძე
1 დეკემბერი, 2015, 16:56
აჭარას საკრუიზო ტურიზმის განვითარებში ბათუმის პორტის მენეჯმენტიც დაეხმარება
თბილისი (GBC) - აჭარას საკრუიზო ტურიზმის განვითარებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტიც დაეხმარება.
როგორც Batumi Sea Port Limited-ის დირექტორმა  ჟანატ კუსაინოვმა GBC-ის განუცხადა, აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მე-10 და მე-11 ნავმისადგომების რეაბილიტაციის პროცესი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.
„მე-10 და მე-11 ნავმისადგომი პორტის განუყოფელი ნაწილია და მისი  მოვლა/პატრონობა ჩვენზეა და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. მიმდინარე წელს ჩვენ მე-10 ნავმისადგომის კაპიტალური რემონტი განვახორციელეთ. ჩავუტარეთ შესაბამისი კვლევა და ახლა როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, ჩვენ ნავმისადგომის გადახურვას დავიწყებთ. სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე მზად იქნება“, - ამბობს  Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი.
რაც შეეხება მე-11 ნავმისადგომს, როგორც ბათუმის პორტის მენეჯმენტში აცხადებენ. წელს ამ ნავმისადგომის პასპორტიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც განისაზღვრა მომავალი წლისთვის თუ რა კაპიტალური სამუშაოები უნდა ჩატარდეს. 
 მე-10 ნავმისადგომის რეკონსტრუქციისთვის ბათუმის პორტმა 1,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა, ხოლო მე-11 ნავმისადგომისათვის კი,   1,5 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული.
„პირველ რიგში მე-10 და მე-11 ნავმისადგომებს ჩვენ ვიყენებთ გემების სადგომად. ისინი ასევე გამოყენება საკრუიზო ლაინერებისა და მეგობრული ვიზიტით შემოსული სამხედრო ხომალდების მისაღებად.  მეორეს მხრივ კი, ეს სანაპიროს ნაწილია, რომელსაც ადამიანები დასასვენებლად სტუმრობენ.  მას იყენებენ მეთევზეები. მას იყენებენ ასევე მცურავი „რაკეტები“ და ის გამოიყენება, როგორც სამგზავრო ტერმინალის ნაწილი.  ფინანსურად პროექტი ჩვენ არაფერს არ გვაძლევს, მაგრამ ვიმეორებ, რადგანაც ეს ნავმისადგომები არის ჩვენი პორტის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად  ჰიდროტექიკურ ნაგებობებზე თვალყურის დევნებაც ჩვენ გვევალება.  40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას არავინ შეხებია და რა თქმა უნდა, საჭიროებს სათანადო მოვლას. სამუშაოები კი საკმაოდ ძვირია, თუმცა ჩვენ მათ ვასრულებთ“, - აცხადებს ჟანატ კუსაინოვი.
ბათუმის პორტში ამ ეტაპზე არ იციან, შეძლებენ თუ არა ამავე ნავმისადგომების გაფართოებას, რომ დიდი საკრუიზო გემების მიღებაც გახდეს შესაძლებელი. ამისთვის ჯერ არც პროექტი არსებობს და არც საჭირო ინვესტიციის მოცულობაა დათვლილი.
„ამისათვის ჩვენ მოგვიწევს იქ ე.წ. „დელფინის“ მშენებლობა. ამ „დელფინის“ რეალიზების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დიდი მოცულობის გემებისა და საკრუიზო ლაინერების მიღება.  ეს ჯერ ფინანსურად დათვლილი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ რა სიხშირით ივლიან საკრუიზო გემები და ფინანსურად რამდენად გამართლებული იქნება ამ პროექტში ჩვენი მხრიდან თანხის ჩადება. ეს წმინდად ეკონომიკური საკითხია. მე-10 და მე-11 ნავმისადგომების რეაბილიტაციის თემა ჩვენ ჩვენს ყაზახ აქციონერებს შესაძლოა ავუხსნათ, მაგრამ გაფართოებაზე  კარგად უნდა ვიფიქროთ“, - ამბობს Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი და აღნიშნავს, რომ პორტის მენეჯმენტი ტურიზმის ხელშეწყობისთვის არაერთი ღონისძიებას ახორციელებს. 
„პორტში ჩატარდა საკმაოდ დიდი სამუშაოები, ადგილზე მუშაობს რესტორანი, რეაბილიტაცია უტარდება  ნავმისადგომებს. ტურიზმის ხელშეწყობის მაგალითია ის, რომ საკრუიზო გემებისთვის ჩვენი კოეფიციენტია 0,8. მაგალითად, თუ სხვა გემების ტარიფია 1 აშშ დოლარი, საკრუიზო გემებისთვის ტარიფი 20 ცენტია, ანუ მასთთვის 80 %-იანი ფასდაკლება გვაქვს. ეს შეგნებულად გავაკეთეთ საკრუიზო გემებისთვის, რათა მათი მიზიდვა მოხდეს“, - აცხადებს Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს აჭარის მთავრობამ რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელა.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, ბათუმში საკრუიზო გემების მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.  უფრო კონკრეტულად კი პორტმა მე-10 და მე-11 ნავმისადგომის რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს და განახორციელოს ასევე საოპერაციო საქმიანობის მოდერნიზაცია. რაც საბოლოო ჯამში, აჭარას 300 მეტრზე მეტი სიგრძის გემების მიღების საშუალებას მისცემს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები