| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაიზრდება.
4% -ით მშპ-ის ზრდას პროგნოზირებს G&T -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, რაც რეალურია და არა მხოლოდ სურვილი, წინასაახალწლოდ.
მისი განცხადებით, მოვლენების დადებითი სცენარით განვითარების შემთვევაში 4% მიღწევადია, წლევანდელი შოკების მიმართ ქვეყნის უპრეცედენტო მდგრადობას თუ გავითვალისწინებთ.
ბანკირი, 2015 წლით კმაყოფილია, სირთულეების მიუხედავად, - „2015 წელი მარტივი არ იყო. მთელს რეგიონს დევალვაციის ტალღამ გადაუარა, რის მიმართაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ გამოიჩინა სიმტკიცე და მოახერხა შოკების გადატანა, ისე, რომ დადებითი მაჩვენებლები შეენარჩუნებინა, მნიშვნელოვნად არ გაზრდილიყო ინფლაცია, რეზერვები არ შემცირებულიყო და საბანკო სექტორს ჯანსაღი მდგომარეობა შეენარჩუნებინა, რაც გარე კაპიტალის დახმარების გარეშე მეზობელმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს“.
არჩილს გაჩეჩილაძე წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) წარმატებულ გასვლას გამოყოფს. 2016 წელი კი, მოსამზადებელი იქნება ჯგუფის კიდევ ერთი კომპანიისთვის - GWP, რომლისთვისაც Fitch-ის მიერ„BB-“რეიტინგის მინიჭებას წლის მოვლენად აფასებს.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ბაზრისთვის რანდენიმე კომპანიის მიერ შეთავაზებული ბონდები, მათ შორის m2 -ის (20 მლნ) და ევექსის (15 მლნ). ქვეყანა ფასიანი ქაღალდების განვითარებისთვის წარმატებულ სასტარტო პოზიციაზეა.
მისი განცხადებით, 2015 წელი არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა ტურისტების მაღალი დენადობით, მოსალოდნელზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
ამ მხრივ მოულოდნელობებით თუ 2016 წელიც იქნება სავსე, მაშინ ეკონომიკის ზრდა პროგნოზს გადააჭარბებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss