ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იციკ მოშე: გიორგი კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი და ბიზნესის მხარდაჭერა ინვესტორისთვის საუკეთესო მესიჯია
მარიამ მინაძე
28 დეკემბერი, 2015, 18:44
იციკ მოშე: გიორგი კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი და  ბიზნესის მხარდაჭერა ინვესტორისთვის საუკეთესო მესიჯია

თბილისი (GBC) - საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის 2015 წელს არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ქვეყანას სტუმრობდა ისრაელიდან ბიზნესმენთა  დელეგაცია, დაიგეგმა პროექტები. აქტივობები საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მეშვეობით განხორციელდა, რომლის პრეზიდენტსაც GBC-იმ წლის შეფასება სთხოვა.

როგორია საქართველოს მიმართ ისრაელის ბიზნესწრეებში განწყობა, რა გაკეთდა, რა მოლოდინებია და როგორ აისახება პრემიერ-მინისტრის ცვლილება ამ განწყობებზე - GBC-ის კითხვებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე პასუხობს.

ბატონო იციკ,  რით იყო გამორჩეული 2015 წელი, რა სირთულეები არსებობდა ქვეყანაში და რამდენად სწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული?

_ 2015 წელს ქართული მხარე დავარწმუნეთ იმ პრიორიტეტებში, რომელსაც ისრაელთან ურთიერთობაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს, ხოლო ისრაელში საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მოვამზადეთ სათანადო ნიადაგი და შესაბამისად, მზაობაც მივიღეთ. ამას  მივაღწიეთ აქტიური მუშაობის შედეგად, რაშიც მხარდაჭერა გვქონდა ქნესეთის წამყვანი პოლიტიკური ფიგურებისგან, მათ შორის ვიცე-სპიკერ ხილიკ ბარისგან, რომელიც ამავე დროს ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელიცაა.

ამ მუშაობის შედეგი იყო წელს აგვისტოში თბილისის მერის, დავით ნარმანიას ვიზიტი იერუსალიმში,  სადაც ქნესეთის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით, იერუსალიმის მერიასთან გაიმართა საქმიანი შეხვედრები და ბიზნეს-ფორუმი. ეს იყო წარმატებული ვიზიტი, ვინაიდან მისი შედეგი უკვე მივიღეთ _ ისრაელის  ინვესტიციით თბილისში უკვე შენდება ახალი ბუტიკ სასტუმროები, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეა. ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების კამპანიის ფარგლებში, 2015 წელს ისრაელიდან ჩამოვიყვანეთ სხვადასხვა წარმატებული სფეროს 500 წარმომადგენელი, მათ შორის, ჰაიტეკის, მედიის, ბიზნესის, მედიცინის სფეროდან. მათ ახლოს გაიცნეს ქვეყანა, ბიზნეს კლიმატი, ისრაელის მედიაში მომზადდა არაერთი სტატია თუ სიუჟეტი. ვიმუშავეთ სტარტ -აპების სტიმულირებაზეც და იგეგმება პირველი ინკუბატორის შექმნაც, რაშიც ისრაელური ინვესტიცია ჩაიდება.… ყოველივე ეს ძალიან კარგ საფუძველს ქმნის პირდაპირი კავშირებისთვის, ამასთან, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უნდა იმუშაონ მხარეებმა ერთმანეთთან. ასეთმა მიდგომამ ფაქტობრივად, ადგილი არ დაუტოვა იმ ჯგუფებს, რომელთა ბუტაფორიული საქმიანობა საპნის ბუშტივით გასკდა.

თქვენი შეფასებით, რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ბიზნეს გარემო საქართველოში?

-ოპტიმალური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეს პროცესი არ მიმდინარეობს. მეტიც, უფრო შორსაცაა წასული. 

საქართველოისრაელის ურთიერთობები რომ შეაფასოთ 2015 წელს, რთულმა გლობალურმა ეკონომიკურმა გარემომ რამდენად იქონია გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ეკონომიკურ ჭრილში?

-მიუხედავად იმისა, რომ  ისრაელელი ინვესტორები საქართველოში უფრო ჩამოდიან, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ კიდევ კრიზისი გრძელდება და ეს ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე, კაპიტალდაბანდებაზე.

თქვენი ინფორმაციით, როგორია ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენების განწყობა საქართველოს მიმართ ინვესტიციის განხორციელების და სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით?

-განწყობა უბრალოდ არ მოდის, ის უნდა შეიქმნას მუშაობის შედეგად. მე ვახსენე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, შუა ზაფხულში, როდესაც ყველა ბიზნესმენი გასულია დედაქალაქიდან, იერუსალიმში თბილისის მერის მონაწილეობით გამართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო 100-ზე მეტი ისრაელელი ბიზნესმენი და თბილისმა მიიღო რამდენიმე ათეულმილიონიანი ინვესტიცია. პატარა ქვეყნებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მისმა ჩინოვნიკებმა სავარძლიდან მართონ მოვლენები. საჭიროა დღე და ღამე მუშაობა. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: მუშაობის შედეგად  ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ წარმატებამ კი მოიტანა საქართველოს მიმართა დადებითი განწყობა, რაც მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით. ძალიან დიდ როლს ასრულებს ჟურნალისტების ვიზიტები, ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით.

2016 წლის მოლოდინებზეც მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი განწყობა, რა სირთულეებს ელით სამომავლოდ და თქვენი აზრით, არსებული გამოწვევების დასაძლევად, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში?

-ჩვენი განწყობა პოზიტივზეა აგებული და ორიენტირებულია ეფექტიან და მოქნილ თანამშრომლობაზე. მომავალ წელსაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის გეგმები ლოგიკურად მიებმება იმ საქმიანობას, რასაც აქამდე ვეწეოდით.თუმცა, ამჯერად კონცენტრირებული ვიქნებით სტარტ-აპების სტიმულირებასა და ტურიზმის ინდუსტრიაზე. ეკონომიკა, ბიზნესი გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენ ალბათ უნდა ვილაპარაკოთ იმ ფაქტორებზე, რაც წინაღობების დაძლევაში დაგვეხმარება - ესაა ზუსტი წარმოდგენა მხარეთა ბიზნესკულტურასა და გარემოზე, ბიძგის მიცემა საქმიანი განწყობისთვის და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნების არსებობა. ასეთი ნება, როგორც გითხარით, როგორც საქართველოში, სევე ისრაელში არის. ამ კონტექსტში მივესალმები  -ნ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენას პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე. 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას აქვს კარგი გამოცდილება ბატონ გიორგისთან თანამშრომლობის და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც სრულ მხარდაჭერას უცხადებდა ბიზნესს  განვითარების საქმეში. მან, თუ არა ვინ, უკეთ იცის ინვესტიციისა და ინვესტორის როლი და ასეთი მიდგომა ბატონმა გიორგიმ გამოიჩინა არა მარტო ეკონომიკის მინისტრის რანგში, არამედ მაშინაც, როცა საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში. ეს ყველა ბიზნესმენისა და ინვესტორისთვის საუკეთესო მესიჯია. მჯერა,  ბატონი გიორგი ერთ-ერთი წარმატებული მთავრობის მეთაური იქნება და კიდევ უფრო მეტად შეეწყობა ხელი ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.  ისრაელთან ურთიერთობებში ყოველთვის იყო ინფორმაციის და გამოცდილების დეფიციტი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კვირიკაშვილის გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით შესაძლებელს გახდის 2016 წელი იყოს განსაკუთრებულად წარმატებული.

და ბოლოს, ვინაიდან ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის ურთიერთობები, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ფოკუსირება მოხდება ამ ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტზე. 2016 წლის ბოლოს აღვნიშნავთ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ანუ ოფიციალური საქმიანი ურთიერთობების 20 წლის იუბილეს და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ დასრულებული პროექტებით შევფასდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი დადებითი ტალღისთვის.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები