ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პაშა ბანკმა  ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“,  რეალიზაციის უფლებით, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი გადასცა
29 დეკემბერი, 2015, 17:03
პაშა ბანკმა  ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“,  რეალიზაციის უფლებით, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი გადასცა

თბილისი (GBC) - პაშა ბანკმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯ საქართველოს“ გამორჩეულად მიულოცა ახალი წელი: ბანკმა ფონდს საჩუქრად გადასცა რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“ (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით.

ნახატის გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნული ფონდის ბენეფიციარებს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ახალგაზრდების სწავლა-განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბანკმა წელს „პირველ ნაბიჯ საქართველოს“ ბენეფიციარებს სააღდგომო დღესასწაულიც მიულოცა და თავისი პარტნიორების სახელით ფონდს 10 000 ლარი გადაურიცხა.

„პაშა ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება საახალწლო სიხარული თანაბრად გავუზიაროთ როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე საქველმოქმედო ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მცირედი, მაგრამ გულითადი საჩუქარი დადებითად აისახება ფონდის ბენეფიციარების კეთილდღეობაზე,“- თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ბანკის დახმარებას მნიშვნელოვანს უწოდებენ ფონდში. 

“უკვე 17 წელზე მეტია, რაც ფონდი „პირველი ნაბიჯი საქართველო“ დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არის. 2015 წელს ფონდმა წამოიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშულებას გახდეს ფონდის ბენეფიციარის დონორი და დააფინანსოს მისი სწავლა-განვითარება. პაშა ბანკი ერთერთი პირველი ჩაერთო ამ პროგრამაში. აღნიშნული საჩუქარი ასევე დიდი დახმარებაა ჩვენი ფონდისთვის და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება ჩვენს ბავშვებს. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სახელით მსურს მადლობა გადავუხადო პაშა ბანკს ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.”- აღნიშნავს თინათინ დოლიძე, „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული პაშა ბანკი ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. მისი სეგმენტი მსხვილი და საშუალო ბიზნესია.

ის არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს  აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები