ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შეფასება: რაც მალე შეწყვეტს მთავრობა ფერმერისთვის ფულის ჩუქებას, მით უკეთესი იქნება დარგისთვის
30 დეკემბერი, 2015, 14:05
შეფასება: რაც მალე შეწყვეტს მთავრობა ფერმერისთვის ფულის ჩუქებას, მით უკეთესი იქნება დარგისთვის

თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი პროექტი მიმდინარეობს და მასშტაბური თანხებიც იხარჯება.

რამდენად სწორია მთავრობის პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, რა ხარვეზებია და რა რჩევები აქვთ სექტორის მონაწილეებს, GBC-იმ შეფასება „აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების“ დირექტორს ვალერი ამირანაშვილს სთხოვა.

როგორ შეაფასებთ მთავრობის პოლიტიკას აგროსექტორში?

-პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ ბოლო წლების მთავრობის აგრესიულმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს სტიმული მისცა ჩართულიყო აგრობიზნესში. გამოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი არსებობს საქართველოში, იზრდება და ვითარდება. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პიარ-აქტივობა ნამდვილად გამოირჩეოდა სხვა სამინისტროებისგან.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, გამოვყოფდი ორ პროექტს: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საქმიანობას. ეს ორი პროექტი ვფიქრობ, დადებითად იმოქმედებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე.

რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტებს, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სააგენტოს  პროექტებით ბევრმა ფერმერმა ისარგებლა. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ეფექტს, რასაც მთავრობა ელის ამ პროექტებიდან, რადგან, ზოგადად სახელმწიფო არ უნდა ჩუქნიდეს ფერმერსა თუ გლეხს თანხებს. ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოაქვს.

განსაკუთრებით უარყოფითად ვაფასებ და საერთოდაც წყალში გადაყრილი მგონია, ის ასობით მილიონი ლარი, რაც მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებაში დაიხარჯა.  მესმის, რომ მთავრობას უნდოდა სტიმულირება გაეკეთებინა დარგისთვის, მაგრამ იმ ფინანსური რესურსით, რაც მთავრობამ პროექტების მართვის სააგენტოს პროექტებზე დახარჯა, დარგისთვის გაცილებით ეფექტიანი პროექტების განხორციელება შეიძლებოდა.

ახალმა პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ მთავრობა დაიწყებს სუბსიდირების ეტაპიდან გამოსვლას და თანხებს სხვა მიმართულებით გადაამისამართებს, ეთანხმებით ამ პოზიციას?

-მისასალმებელია პრემიერ კვირიკაშვილის აღნიშნული განცხადება, რადგან რაც უფრო დროულად შეწყვეტს მთავრობა ფულის გაჩუქებას და სუბსიდირებას, მით უკეთესი იქნება დარგისთვის. სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხები დროულად უნდა იქნას მიმართული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საექსპორტო ბაზრის ათვისებისკენ, თანამედროვე ტექნოლოგიების იმპორტზე და დარგში ცონდის გაღრმავებაზე.

ნაწილობრივ უკვე ახსენეთ სად უნდა იყოს მიმართული მთავრობის ძალისხმევა, თუმცა, უფრო კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება ფერმერს?

-ზოგადად სახელმწიფო თავად არ უნდა ერეოდეს ბიზნესში. ის უნდა ქმნიდეს პირობებს დარგის განვითარებისთვის. გამოვყოფდი 3 მიმართულებას, რაზეც ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა იმუშავოს.

1.სახელმწიფომ უნდა იმუშავოს  სოფლის მეურნეობაში რისკების მინიმიზაციის მიმართულებით. რისკები, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს, ამაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ცოდნა და გამოცდილება მიმაჩნია. მნიშვნელოვანი თანხა უნდა იხარჯებოდეს განათლებაზე და თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიური მიღწევების იმპორტზე, ისეთი ქვეყნებიდან მაგალითად, როგორიცაა ისრაელი, ჰოლანდია, აშშ. აუცილებელია გადამზადდენ სპეციალისტები, რომელთა ნაკლებობაა ქვეყანაში.

2. უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა საირიგაციო სისტემა, სადრენაჟე სისტემა, ქარსაცავი ზოლების აღდგენა-გაშენება და სხვა ძალიან ბევრი. ინფრასტრქტურულ პროექტებზე ყველაზე დიდი თანხა უნდა იხარჯებოდეს, ეს დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

3. მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებისთვის აგრო-სფერო საინტერესო გახდეს. დღეს ბანკებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის ყველაზე რისკიანი სფერო, სწორედ აგრობიზნესია.  მთავარია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებმა აგრობიზნესს არ შეხედონ როგორც ყველაზე რისკიან ბიზნესს. ასეთი დამოკიდებულება აძვირებს მათ ფულს, რაც გამოიხატება მაღალ საპროცენტო განაკვეთში და უძრავი ქონებით უზრუნველყოფის ძალიან მძიმე პირობებში.

ეს 3 მიმართულება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები