ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფადი ასლი: პრემიერს უნდა მივცეთ საჭირო ლეგიტიმურობა, რათა საქართველო დაბრუნდეს ინვესტორთა რუკაზე
მარიამ მინაძე
30 დეკემბერი, 2015, 15:28
ფადი ასლი: პრემიერს უნდა მივცეთ საჭირო ლეგიტიმურობა, რათა საქართველო დაბრუნდეს ინვესტორთა რუკაზე

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ ბიზნესსექტორი 2016 წელს არაპერსპექტიულად განიხილავდა, თუმცა პრემიერ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნით, ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა.

როგორი იყო 2015 წელი  ბიზნესისთვის, რა იყო გამოწვევა და როგორია მოლოდინებია, GBC -ი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს ფადი ასლის ესაუბრა.

ბატონო ფადი, თქვენი აზრით რა იყო ქვეყანაში  მთავრი პრობლემა და რამდენად სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მათ გადასაჭრელად?

-2015 წელი საქართველოსთვის რთული ეკონომიკური წელი იყო. ყველაზე მთავარი გამოწვევაკი, ლარის დევალვაცია იყო. გარდა ამისა, ბევრ ბიზნესს ჰქონდა უსიამოვნო გამოცდილება ფინანსურ ორგანოებთან.

უკრაინის აღმოსავლეთში ომმა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, შიდა დაძაბულობამ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ხელი შეუწყო ბიზნეს კლიმატის გაუარესებას ქვეყანაში.  ეჭვგარეშეა, რომ 2015 წელი ნამდვილად ცუდი წელი იყო ეკონომიკისთვის და მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხები.

ბოლო დღეებში პოლიტიკური მოვლენები სწრაფად შეიცვლა, გადადგა პრემიერი, დაინიშნა ახალი პრემიერი, როგორ აფსებთ ამ მოვლენებს და მის გავლენას ეკონომიკაზე?  

-პრემიერ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა შესანიშნავი ახალი ამბავია ბიზნეს წრეებისთვის.  ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით მასთან იმ პერიოდში, როდესაც ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო და რაც მას გამოარჩევდა სხვებისგან, ისაა, რომ ის ყოველთვის ფრთხილად უსმენდა იმ საკითხებს, რასაც მასთან განვიხილავდით და დაუყოვნებლივ იღებდა ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად, მიუხედავად იმისა, რამდენად სენსიტიური იყო საკითხი, რომ ვინმეს ეს გადაწყვეტილება არ მოსწონებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს ბევრი ოპტიმიზმის საფუძველი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატაში გაწევრიანებული ბიზნესმენებს  რა მოლოდინები აქვთ მომავალი წლისთვის?

-ბიზნეს საზოგადოება ძალიან ნერვიულობდა 2016 წელზე, გამომდინარე იქედან რომ მომვალი წელი არ გამოიყურებოდა ძალიან პერსპექტიულად, იქამდე ვიდრე პრემიერ მინისტრად კვირიკაშვილი დაინიშნებოდა. მჯერა, რომ მისი დანიშვნა ყველას მისცემს იმედს, ის აუცილებლად დაუდგება მხარში და დაეხმარება ბიზნესმენებს.

როგორია თქვენი პირადი მოლოდინები მოამვალი წლისთვის და როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებს საქართველო არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას?

-ორი მთავარი არსებული გამოწვევა, რომლის წინაშეც ბიზნეს კლიმატია არის:

1.შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადების გადამხდელების მიმართ ზეწოლა, საბანკო ანგარიშების გაყინვა და გადაჭარბებული ჯარიმები.

2. არასანდო სასამართლო სისტემა, სადაც ზოგიერთ მოსამართლეს საკუთარი პირადი „მაღაზიები“ აქვთ გახსნილი, ან მუშაობენ უმრავლესობის სახელით.

აღნიშნული საკითხები დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოგვარებული. იმედი მაქვს, რომ პრემიერ მინისტრის ძალისხმევას, ეკონომიკის აღორძინებისთვის, ხელს არ შეუშლის ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებული ის რამდენიმე წარუმატებელი კანონი პარლამენტიდან, რომელიც ბიზნესთან არამეგობრულია და დააზარალა ბიზნეს კლიმატი. 

ჩვენ ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშავოთ პრემიერ მინისტრთან ერთად და მხარი უნდა დავუჭიროთ მას, მივცეთ საჭირო ლეგიტიმურობა, რათა განახორციელოს ყველა ცვლილებები იმისათვის, რომ  საქართველო დაბრუნდეს ინვესტორთა რუკაზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები