ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GBC-ის მკითხველმა 2015 წელს ეკონომიკური ბლოკის ლიდერად გიორგი პერტაია დაასახელა
4 იანვარი, 2016, 18:48
GBC-ის მკითხველმა 2015 წელს ეკონომიკური ბლოკის ლიდერად გიორგი პერტაია დაასახელა

თბილისი (GBC) – საქართველოს საინვესტიციო სააგენტო, ინვესტორების განწყობის და მაღალი აქტივობისთვის მზაობის გათვალისწინებით, ნაყოფიერ 2016  წელს ელის.

სააგენტოს ხელმღვანელის გიორგი პერტაიას  განცხადებით, აღნიშნული მოლოდინები  განპირობებულია  რამდენიმე მსხვილი პროექტით, 2016 წელს სავარაუდოდ დაიწყება ანაკლის პორტის,  ნამახვანჰესების კასკადის პროექტები, ინვესტიციები განხორციელდება კიდევ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურში.

ენერგეტიკული სექტორის გარდა, პერტაია  უძრავი ქონების  ბაზარზე   მოსალოდნელ აქტივობებზე აცხადებს, მათ შორისაა მარჯანიშვილზე 5* სასტუმროს მშენებლობა, გოლფკლუბის პროექტი, ქიმიური მრეწველობის წარმოებაში მნიშვნელოვანია ჰენკელის ქარხნის მშენებლობა, ასევე ჰუალინგ ჯგუფის რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით  უნდა განხორციელდეს.

გიორგი პერტაია ყურადღებას  სასიკეთო ტენდენციაზე ამახვილებს, აცხადებს, რომ დღეს ინვესტორებს  მოლოდინის რეჟიმი აღარ აქვთ, არ ელოდებიან თამაშის წესების შესაძლო შეცვლას და  ბაზრებზე ახალ გადანაწილებებს,  რაც გასული წლების ყველაზე დიდი პოზიტივია, რადგან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას პირველ რიგში ინვესტორების განწყობები  განაპირობებს.

ამ შედეგს გიორგი პერტაია მთავრობის ეკონომიკური გუნდის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს,  თავს არ მიიჩნევს 2015 წლის  ეკონომიკური გუნდის ლიდერად, რა სტატუსიც GBC – ის გამოკითხვით (გამოკითხვაში მონაწილეთა 29%) მოიპოვა. 

პერტაიას მოლოდინით, მე-4 კვარტალი  იქნება  გამორჩეული, თუმცა თანხობრივ გამოხატულებაში  დაზუსტება უჭირს.  მას მიაჩნია, რომ  მიმდინარე წლის საპროგნოზო ინვესტიციების წინა წლის დაზუსტებელ მაჩვენებელთან შედარება არასწორია. 9 თვის წინასწარი მონაცემებით 1,019 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მაგალითად, შარშან მოსალოდნელი იყო  $1,250  მლრდ და  დაზუსტებული მაჩვენებლით $1,758 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა. პერტაია მიიჩნევს, რომ წლიურ ჭრილში უპირობოდ  იქნება ზრდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები