ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა ქონება ერგო მემკვიდრეობით კახა ბენდუქიძის შვილს და რა არის მისი პრიორიტეტი
25 იანვარი, 2016, 11:46
რა ქონება ერგო მემკვიდრეობით  კახა ბენდუქიძის შვილს და რა არის მისი პრიორიტეტი

თბილისი (GBC)  - კახა ბენდუქიძის ქალიშვილმა ანასტასია გონჩაროვამ ჯერ კიდევ არ იცის, რა აქტივები ერგო მემკვიდრეობით.

ამის შესახებ ანასტასიამ ჟურნალ Forbes-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ თუკი „ის (კახა) მილიარდერი იყო, მაშინ Forbes-ის მილიარდერთა სიაშიც იქნებოდა“.

ის, რომ კახა ბენდუქიძე 1 მლრდ აშშ დოლარის აქტივებს ფლობდა, ბრიტანულმა მედიამ დაწერა. ანასტასია კი აღნიშნავს, რომ ეს ბრიტანელი ჟურნალისტების გამოგონილია.

„თუ მამა იყო მილიარდერი, იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ქონებას რუბლში დაითვლიდნენ... ზუსტი შეფასება ახლა რთულია, მაგრამ ის არ არის არც მილიარდი ფუნტი, არც დოლარი და არც ევრო“- ამბობს ანასტასია და აღნიშნავს, რომ ოფიციალურად მემკვიდრედ ცოტა ხნის წინ აღიარეს, ამიტომ აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა ქონების შესახებ რაიმე დოკუმენტებს გაცნობოდა.

„ახლა უკვე, როგორც აღიარებულ შვილს, მე შემიძლია ამ ვითარებაში გარკვევა. ამ დროისათვის, რა თქმა უნდა, კონკრეტული ინფორმაცია აქტივების შესახებ არ არის და ამას დასჭრდება გარკვეული დრო. არ მინდა ვისაუბრო ინფორმაციის სრულად გადამოწმებამდე... 100%-იანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მამას აქვს 1 ბინა თბილისში, რომელიც დედისგან მემკვიდრეობით მიიღო და  მან ასევე დატოვა მთავარი „აქტივი“, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ - ცოდნის ფონდი.

ანასტასიამ ასევე არ იცის სად დააბანდა კახა ბენდუქიძემ რუსული აქტივების გაყიდვიდან მიღებული თანხა.

ბენდუქიძის მემკვიდრე აღნიშნავს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, 50 მლნ აშშ დოლარი მიმართული იყო ცოდნის ფონდის შექმნისთვის, რომელშიც შედის თავისუფალი  და აგრარული უნივერსიტეტები.

ანასტასია აცხადებს, რომ მამის მფლობელობაში არსებული უნივერსიტეტები არაკომერციული და არამომგებიანი პროექტებია და ისინი საქართველოში ყველაზე პოპულარულები არიან. ის აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტიც ეს უნივერსიტეტებია.

შეგახსენებთ, ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ რამდენიმე კვირის წინ აღიარეს. 2015 წლის 30 დეკემბერს მან ბოლო სასამართლო პროცესი მოიგო. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები