ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე: ესტონური მოდელი საქართველოს რეალობას არ ესადაგება
ნინო შუბითიძე
27 იანვარი, 2016, 13:29
გოცირიძე: ესტონური მოდელი საქართველოს რეალობას არ ესადაგება

თბილისი (GBC) – „ძალიან გამიკვირდება სსფ-მ  მთავრობის გამოხტომას, მოგების გადასახადის გაუქმებაზე, მხარი რომ დაუჭიროს“, - მიაჩნია  ეკონომიკური საბჭოს ექსმდივანს რომან გოცირიძეს.

მისი  შეფასებით, პრემიერის  აღნიშნული ინიციატივა მითუმეტეს უადგილოა, ახლა, როცა ზრდის 10 წლის წინანდელ სასტარტო  პოზიციაზე გადავინაცვლეთ და პირველი რიგის ამოცანა სტაბილიზაციის შენარჩუნებაა, ფუნდამენტის გამაგრება.

ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ  ე,წ რეინვესტირებული თანხის  მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებით, ბიუჯეტში 500 მლნ-იანი დანაკლისს ვერაფერი დააბალანსებს.

ასევე ჩნდება მაღალი რისკი, მოგების ჩრდილში გადანაცვლების, რისი უამრავი მექნიზმი არსებობს,  მოგება შესაძლოა გადაიქაჩოს გაურკვეველ კომპანიაში, ე.წ შვილობილის კაპიტალში, ინექციის სახით.

გოცირიძემ საშემოსავლო  საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოიხმო მაგალითად, რასაც შემოღებული შეღავათების გაუქმება მოყვა.

ესტონური მოდელის სამომავლო  ბედს გოცირიძე არ პროგნოზირებს, იმედოვნებს, რომ კანონად არ იქცევა.

შავი ბუღალტერიის მანკიერი სქემების აღდგენის რისკის გარდა, სხვა შესაძლო გამოწვევებიც არის. ლიბერალიზაციას აუცილებლად მოყვება დიფერენციაცია, ამასთან, შეღავათის გათვალისწინება შესაძლოა საბანკო სექტორმაც მოითხოვოს, ეს კი  უფრო მეტად დაარტყამს ბიუჯეტს, რადგან ბანკი სხვა საგადასახადო შემოსავლებში ნაკლები წილით არის წარმოდგენილი, მთავარი გადასახადია - მოგების.

ამგვარის მიდგომა კი მთლიანად  დაამახინჯებს ჯანსაღ საბაზროს მექანიზმს და სხვა გამოწვევებსაც გააჩენს.

გოცირიძის განცხადებით, ჩამოთვლილი მიზეზების გარდაც, ესტონური მოდელი საქართველოს რეალობას არ ესადაგება. მაშინ ესტონეთი  დიამეტრიულად სხვა სასტარტო პოზიციაზე იყო, სხვა მახასიათებლები ჰქონდა და  ევროსტანდარტის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა:

1) მათ შორის, ინფლაციის საშუალო ზღვრულ მაჩვენებელს, რომელიც  ევროზონის ყველაზე წარმატებული 3 ქვეყნის  საშუალო მაჩვენებელზე 1,5%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო;

2) სასესხო განაკვეთებს, რომელიც წამყვანი ევროპული ქვეყნების ბაზრის  პროცენტებს 2%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს;

3) გაცვლითი კურსის სტაბილურობას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში და სავალუტო ზონის ტრენდთან შესაბამისობას;

4) სახელმწიფო საგარეო ვალის წილს მშპ-ში;

ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინააღმდეგობების, რაც გოცირიძის აზრით,  ესტონურ მოდელზე ქართულ ექსპერიმენტს არ ამართლებს.

გოცირიძე ამ ინიციატივაში  პოლიტიკური  წნეხის ნიშნებზეც საუბრობს, რაშიც პრემიერი  ამ თემაზე აგორებული საარჩევნო ლოზუნგების ფონზე აღმოჩნდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები