| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – Silk TV -ის ძირითადი არხები, ექსკლუზიურად მხოლოდ სილქნეტის მომხმარებლისთვის ხდება ხელმისაწვდომი.
ერთადერთი Silk არხი, რომელიც სხვა საკაბელო ოპერატორების მიერ ტრანსლირდება, Silk უნივერსალია, სადაც Silk არხებზე გასული გადაცემების და მატჩების ნახვაა შესაძლებელი.
სხვა ოპერატორის მომხმარებლისთვის, 1 თებერვლიდან შეიზღუდა Silk Sport HD 1; Silk Sport HD 2; Silk Sport HD 3; Silk კინო ჰოლივუდი, Silk კინო კოლექცია და Silk Kids -ი.
Silk Sport HD 1; Silk Sport HD 2 და Silk Sport HD 3 Silk TV-ის თემატურ პაკეტში - “Silk სპორტში” გაერთიანდა, რითაც ინგლისის პრემიერ ლიგის, ესპანეთის ლა ლიგის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის თამაშების გადაიცემა. ასევე უიმბლდონის ჩემპიონატის თამაშები, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის და NBA-ის ექსკლუზიური რეპორტაჟები.
კინო კონტენტი Silk კინო ჰოლივუდით და Silk კინო კოლექციით არის წარმოდგენილი.
სილქნეტი IPTV ბაზრის 69%-ს ფლობს და Silk TV 200-მდე ტელეარხის რეტრანსლირებას უზრუნველყოფს.
Silk TV-ის ახლადშეთავაზებული აპლიკაციით, სპორტული და კინო არხები multiscreen სერვისით - Apple iOS-ის, PC კლიენტის, Google Android მოწყობილობებზეც ხელმისაწვდომია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss