| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- პრეზიდენტი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს ისეთი კანონები იქნას მიღებული რაც ეროვნული ბანკს გააძლიერებს.
ქვეყნის მთავარ ბანკზე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის „სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას“.
პრეზიდენტმა სებ-დან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა გაიხსენა, რომლის კანონსაც მან ვეტო დაადო და აღნიშნა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული მისი კითხვები, კიდევ უფრო გააღრმავა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც დროებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა კანონის ფუნქციონირება.
„დღეს მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით უნდა გადავშალოთ წინა ფურცელი და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც გააძლიერებს ამ ინსტიტუტს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა სებ-დან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფაზე ვეტო საშემოდგომო სესიაზე დაძლია. სააგენტოს საბჭოც დაკომპლექტდა, თუმცა მას ფუნქციონირება არ დაუწყია, რადგანაც 12 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss