| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საინვესტიციო შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, ამიტომ მთავრობა ვერ აცხადებს ინტერესთა გამოხატვის შედეგებს“, - განუცხადა GBC -ს ბიზნესმენმა თემურ ქარჩავამ, რომელიც ტენდერში ჩინურ და ამერიკულ ბიზნესჯგუფებთან ერთად მონაწილეობდა და ინვესტორთა გადაწვეტილებით, ტენდერს ეთიშება.
ის ამ პირობებით ანაკლიის პორტის მშენებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ქარჩავას მიაჩნია, რომ ეს ინტერესთა გამოხატვა უნდა დაიხუროს და ახალი გამოცხადდეს, განახლდეს მთავრობასთან მოლაპარაკებები, რადგანაც არსებული რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.
ამასთან, ქარჩავამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ინვესტორთა ჯგუფი, სათანადო პირობებში, პორტის მშენებლობის დასაწყებად მზად იყო. I ფაზა ამ წლის ივლისში დაიწყებოდა და 3 წელში დასრულდებოდა. ამ ფაზის ფარგლებში აშენდებოდა სამი ტერმინალი - მშრალი და თხევადი ტვირთებისთვის.
„ამის ფინანსური უზრუნველყოფა და სრულყოფილი პროექტიც გაგვაჩნია, ჩინეთის მთავრობასთან შეთანხმებული“, - ამბობს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ ინვესტორთა მხოლოდ ამ შემადგენლობით უჭერს მხარს ჩინეთის მთავრობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას და სახელმწიფო პროგრამაშიც სვამს ამ პროექტს, რაც ერთიანი, რეგიონალური, ინფრასტრუქტურული, 10 მილიარდიანი პროექტის ნაწილი იქნებოდა.
პროექტი ითვალისწინებს ჩინეთ - საქართველო - ევროპას დამაკავშირებელი სახმელეთო-საზღვაო ერთიანი ინფრასტრუქტურული ჯაჭვის მოწყობას.
ქარჩავას მთავრობის მიერ ამ ტენდერისთვის მოწვეული კონსულტანტების კომპეტენციაშიც ეჭვი ეპარება.
შეგახსენებთ, თემურ ქარჩავას ჯგუფი - ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ი და მის პარტნიორებია.
ოთხშაბათს, ტენდერში მონაწილე მეორე ჯგუფის წევრმა, თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ GBC -ს განუცხადა, რომ ანაკლიის პორტის სრულყოფილი პროექტი, ყველა მახასიათებლით, მხოლოდ თიბისი ჯგუფს და მის პარტნიორებს (ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM) აქვს წარდგენილი.
„დაველოდოთ გამოცხადებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა პირობა, ფინანსურიდან ტექნიკურით დამთავრებული, რომ ანაკლიის პროექტი იყოს ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული მნიშვნელობის, აზიის და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭის ფუნქციით“, - განაცხადა თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss