| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ზამთრის საკურორტო ზონაში თანამედროვე ვერტმფრენით ტურისტული ჯგუფების მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს.
გერმანულმა HTM Helicopter Travel Munich GmbH-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო. ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მიმართა.
ფრენები 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელდება. HTM Helicopter Travel Munich GmbH-ის კუთვნილი, AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია „ჰელიქსირი“ განახორციელებს გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, Heli-skiing ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენების უფლება ავსტრიულმა კომპანია Wucher Helikopter Gmbh-მაც მოიპოვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss