ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სომხეთის დელეგაცია სებ-ის რეფორმებს ეცნობა
5 თებერვალი, 2016, 17:31
სომხეთის დელეგაცია სებ-ის რეფორმებს ეცნობა

თბილისი (GBC) - საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ესტუმრა.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო მიდგომის ძირითად პრინციპებსა და ჩარჩოს.

"მოხარულები ვართ, რომ ვეწვიეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს. მადლობა მათ ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის. ხშირ შემთხვევაში, საქართველოს და სომხეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებასა და ზედამხედველობაში და ვფიქრობ ეს შეხვედრა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საკმაოდ მოწინავე საზედამხედველო მიდგომა და ინსტრუმენტები. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა საზედამხედველო ჩარჩო. გვსურს მომავალშიც გავაგრძელოთ გამოცდილებების გაზიარება, რაც ორივე მხარეს დაგვეხმარება რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის უფრო ეფექტურად განვითარებაში", - განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პროექტის მენეჯერმა დევიდ ბაბასიანმა.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის საზედამხედველო მიდგომების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივმა მისიამ "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში  ძალზედ პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა.

ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის დელეგაციები.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც აპირებს აქტიურად განახორციელოს საკუთარი რეფორმების ექსპორტი და გაუზიაროს უცხოელ კოლეგებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საკუთარი ინოვაციური მიდგომების ეფექტიანი დანერგვის შესახებ გამოცდილება", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები