ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოში ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია დაფუძნდა
10 თებერვალი, 2016, 14:27
საქართველოში ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია დაფუძნდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბაზარზე მოქმედმა 9 უმსხვილესმა ონლაინ სესხების ორგანიზაციამ ასოციაცია დააფუძნა.

 „საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციამ“  ფუნქციონირება იანვრიდან დაიწყო და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი მომხმარებელთან კომუნიკაცია და ონლაინ სესხების პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაა.

ასოციაცია პრიორიტეტად ისახავს მოსახლეობასა და ონლაინ  სესხების ორგანიზაციებს შორის ნდობის დამყარებას და მათი უფლებების დაცვას.  

 ერთ-ერთი მთავარი მიმართულება  საკანონმდებლო ბაზის დახვეწა,  ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება და მათი საქმიანობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა იქნება. ამ მიზნით ასოციაცია ეროვნულ ბანკთან და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს.

ასოციაციას დავით კიკვიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ბოლო 2 წელი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში საბანკო სექტორის მიმართულებით.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ონლაინ სესხების არსი ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო და არამიზნობრივად გამოიყენა და საბოლოოდ, მათ უმრავლესობას საკრედიტო ისტორია გაუფუჭდა.

ამ ვითარების გამოსასწორებლად ასოციაცია სამომავლოდ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს, რომლებიც ჩართულნი არიან მომხმარებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები