| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით "ლიბერთი ბანკის"აქციების დაყადაღების გამო ბანკში ახალი ინვესტიცია ვერ ხორციელდება.
ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მან სასამართლოების მიერ გაჭიანურებული დავებისას, კომპანიების აქტივების და წილების დაყადაღების მავნე პრაქტიკაზე აღნიშნა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილებები ახალ ინვესტიციებს აფერხებს.
"კონკრეტულად, საბანკო სექტორში ეს არის "ლიბერთი ბანკის" შემთხვევა, არის სტრატეგიული, უკვე მესამე ინვესტორი და იმის გამო, რომ დაყადაღებულია ბანკის აქციები, დაახლოებით, 100 მილიონის ინვესტიცია ვერ ხორციელდება. მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება აფერხებს 100 მილიონის შემოსვლას", - განაცხადა ქადაგიძემ.
მან აღნიშნა, რომ ინვესტორმა საქმის გაცნობის შემდეგ მაინც გადაწყვიტა ამ რისკის აღება, რადგანაც გაერკვა მის აბსურდულობაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss