ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქადაგიძე: საქართველომ სავალუტო რეზერვების ხარჯვის "გაკვეთილი ისწავლა"
17 თებერვალი, 2016, 00:06
ქადაგიძე: საქართველომ სავალუტო რეზერვების ხარჯვის გაკვეთილი ისწავლა

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ისეთი პირები უნდა შეირჩეს, რომლებსაც პასუხისმგებლობა გააზრებული ექნებათ. 

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში კითხვის პასუხად განაცხადა -  მისი წასვლის შემდეგ არის თუ არა მომავალში გარანტირებული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.  

მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის გარანტირებული კონსტიტუციით და იმ ადამიანებით ვინც მუშაობს, ამასთან  ეროვნული ბანკის დაკომპლექტების პროცედურა  საკმაოდ კომპექსურია, მასში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტი ,პარლამენტი და ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი კანდიდატურა შეირჩეს, ვისაც ექნება მისი პასუხისმგებლობა გააზრებული. 

ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სავალუტო რეზერვების ხარჯვის "გაკვეთილი ისწავლა" და 1 ნაბიჯი გადადგა წინ ამ მიმართულებით. 

"ის რომ სავალუტო რეზერვების გამოყენება ასეთი კრიზისების დროს არის წარმოუდგენლად დიდი შეცდომა ყველამ დაინახა ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითზე", - აღნიშნა ქადაგიძემ და მაგალითად აზერბაიჯანი მოიხმო, რომელსაც მანათის კურსის გარკვეული დროით შესანარჩუნებლად რეზერვების დიდი ნაწილის დახარჯვა მოუხდა. 

მან ასევე აღნიშნა, დღეისათვის ლარზე ზეწოლა მოხსნილია, იმპორტი შემცირებულია და სხვა თანაბარ პირობებში ლარის გაუფასურებას სებ-ი აღარ ელოდება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები