ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს
18 თებერვალი, 2016, 15:37
ვითიბი ახალგაზრდებს  დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს

თბილისი (GBC) - ვითიბი ბანკი Jobrate – თან ერთად, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს პროექტ VTB Generation-ში იწვევს.

ბანკის ცნობით, აღნიშნული პროექტი  მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას საწყისი პოზიციებისთვის.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია  უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან  ახალ კურსდამთავრებულებს, სპეციალობით ფინანსები,საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.

კონკურსის წესით შერჩეული  კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და ორთვიან სტაჟირებას ფილიალებში. VTB Generation -ის  წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ვითიბი ბანკის ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე.

კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველ ეტაპზე, დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ ატვირთონ საკუთარი ვიზიუმე შემდეგ მისამართზე: http://jobrate.ge/addvi

ვიზიუმე ეს არის ვიდეოპრეზენტაცია, სადაც კანდიდატმა უნდა წარადგინოს საკუთარი თავი ვიდეო მიმართვის ფორმატში. ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეს თავად კანდიდატი,  უნდა დაასახელოს ვინაობა, უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი.  კანდიდატის მიერ  უნდა იყოს ახსნილი რას ნიშნავს მისთვის ბანკში მუშაობა და რას მიიღებს ბანკი მისგან, როგორც მონაწილისგან . ჩანაწერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

ვიზიუმეების ატვირთვა შესაძლებელია 2016 წლის 25 თებერვლამდე.

პროექტი VTB Generation დაიწყო 2013 წელს და მის ფარგლებში მომზადდა 3 ნაკადი. საერთო ჯამში პროექტი წარმატებით გაიარა 78 მონაწილემ და ყველა მათგანი დასაქმდა ვითიბი ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში. 

პროექტი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებული მონაწილეების დასაქმება შესაძლებელია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბანკის რეგიონალურ ფილიალებშიც, თუკი მონაწილეებს ამის სურვილი ექნებათ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები