| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კურორტ „თეთნულდს“ საბაგირო გზა შეემატა.
საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "პომას" მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
პრემიერმა, ყველას, ვისაც თეთნულდის მონახულება სურს, პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი, რაც რაციონალურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს.
"დღეს თეთნულდზე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე, კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება დამატებითი საბაგირო. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა. ასევე, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.
''მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.
უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss