ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქადაგიძე მიდის - ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით
ნინო შუბითიძე
24 თებერვალი, 2016, 18:51
ქადაგიძე მიდის - ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით

თბილისი (GBC) – 3,5 წელი ნაციონალების  და 3,5 წელი ოცნების ხელისუფლებაში, 7-წლიანი უფლებამოსილების ვადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 25 თებერვალს ამოეწურება.

გიორგი ქადაგიძე პოსტიდან მიდის, როგორც  ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველი, ბევრი შექებით და ბევრი კრიტიკით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ამ ვადაში რეფინანსირების სესხების 1 აუქციონიც მოესწრება, რომელიც სხვა მონეტარულ, ეფექტურ ინსტრუმენტებთან ერთად, გიორგი ქადაგიძის მმართველობისას დაინერგა, თუმცა  „გადაცემის მექანიზმი“ და  „ინსტრუმენტი“ ბევრისთვის  მაინც მუსიკალურ ინსტრუმენტად დარჩა.

რეფინანსირების სესხები, რომ ბანკების  ლიკვიდობის მართვის საუკეთესო ინსტრუმენტია, მთავრობის ფასიანი ქაღალდები კი ბიუჯეტის  დეფიციტის დაფინანსების იაფი და სტაბილურ წყარო, ასევე სებ-ის კონსტიტუციური მანდატი რომ ფასების სტაბილურობაა და სავალუტო რეზერვების ხარჯვა დანაშაული,  ამაზე  ქადაგიძეს,  კანონმდებლების პირისპირ,  საპარლამენტო ტრუბუნიდან საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ უნდოდა ეთქვა, რაც მისი  უფლებამოსილების ვადაში ვერ ეს მოესწრო.

მეანაბრეების მაღალ ნდობაზე, საბანკო სექტორის 26 მილიარდიან პორტფელზე, მილიონობით უწყვეტ ტრანზაქციაზე,  საფინანსო სექტორის გამართულ ინფრასტრუქტურასა და  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უმაღლეს შეფასებებზე საუბარი სებ-ის პრეზიდენტს სატელევიზიო ტრიბუნიდან მოუწია, სადაც კანონმდებლების მხოლოდ ნაწილი ეახლა.

მის უფლებამოსილების ვადაში, ვერც მომხმარებელთა დაცვის  საკანონმდებლო  ინიციატივა მოესწრო, რაზეც პრემიერ კვირიკაშვილთან  კონსულტაციებიც შედგა.  როგორც ქადაგიძემ თქვა  მიზანი  მსესხებლების მდგომარეობის შემსუბუქებაა, რესტრუქტურიზაციის და ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, რაც კანონით გაიწერება და დაემორჩილება ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც.

სებ-ის პრეზიდენტი მმართველობის 7-წლიანი პერიოდის წარმატებულ რეფორმებში „დამნაშავე“ თანაგუნდელებს მადლობას უხდის და ამასთან, შეცდომებზეც  საუბრობს:

„მათი დამსახურებაა ყველა ის დადებითი შეფასება, რასაც ჩვენ ვღებულობთ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ქვეყნებიდან თუ ბიზნესმენებისგან, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან კარგად იმუშავეს ამ პერიოდში.

ყველაფერი, რაც გაკეთებულია, რა თქმა უნდა, შეიძლება გაკეთებულიყო უკეთესად. ჩვენ გვქონდა უამრავი შეცდომა დაშვებული, მაგრამ არასდროს, არცერთი გადაწყვილება არ მიგვიღია პირადი გამორჩენის მიზნით და არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა უკანონო. ერთერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ეს იყო კომუნიკაცია, რომელსაც თავის ობიექტური ფაქტორები აქვს“.

ქადაგიძეს ობიექტური შეფასება და სუბიექტური მიზეზი აქვს მონეტარული და ფისკილური პოლიტიკის კოორდინაციის დეფიციტზე,  მათ შორის მაკროეკონომიკურ  პროგნოზებზე, რომლის მიხედვით უნდა მომზადებულიყო  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაზღვრულიყო ბიუჯეტის პარამეტრები და რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა ბიზნესს.

 ამაზე ქადაგიძის არგუმენტი პოლიტიკური კონფრონტაციის არგამჟღავნებაა, ინვესტორების განწყობების შესანარჩუნებლად.

გიორგი ქადაგიძე   მთავრობას  ურჩევს მცირე და საშუალო ბიზნესს მოუსმინოს, სამინისტროები გაანახევროს, ირანის შემდეგ  სავიზო რეჟიმის ეგვიპტესთან და ჩინეთთან გამარტივებაზე იზრუნოს.

მისთვის ქვეყნის  არსებული სასტარტო პოზიცია განვითარებისთვის მისაღებია. მისი მმართველობის 7-წლიან პერიოდში ყველაზე პოზიტიური იყო  ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის ფაქტი, რაც განვითარების   ერთგვარი ფუნდამენტია.

სებ-ის მომავალი პრეზიდენტის მიმართ ქადაგიძის ემოცია  ამ ეტაპზე   გამოკვეთილი არ არის, ყოველ შემთხვევაში რჩევებს არ უტოვებს, ალბათ, რეკომენდაციებს მემუარებამდე მოამზადებს.

უახლეს გეგმებში კი,  სალექტორო საქმიანობა შედის, ასევე რამდენიმე პროექტი  „ახლო საზღვარგარეთში“-  ყირგიზეთსა და უკრაინაში.

საფინანსო სექტორში საქმიანობას  6 თვის  შემდეგ შეუდგება, ამ ვადას კანონი  ითხოვს. მანამდე კი, შეთავაზებებს განიხილავს  ბრიტანეთიდან და აშშ-დან.  ამბობს, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობა არ ხიბლავს, პოლიტიკაში მოსვლის ვარაუდებს კი, მოკლედ პასუხობს "არასოდეს თქვა არასოდეს".   

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები