ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ხვალიდან არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს
25 თებერვალი, 2016, 12:18
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ხვალიდან არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

თბილისი (GBC) –ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ქვეყნის მთავარ ბანკს არჩილ მესტვირიშვილი უხელმძღვანელებს.

მესტვირიშვილი, რომელიც 2009 წლიდან სებ-ის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტია, ასევე  შეასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობასაც.

მას ეროვნულ ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საფინანსო სექტორში გამოჩეულ პროფესიონალად მიიჩნევა. მის კვალიფიკაციას აღიარებენ მომხრეებიც და კრიტიკოსებიც.

ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტადაც მესტვირიშვილი დასახელდეს, თუმცა მანამდე პარლამენტმა საბჭოს მეშვიდე წევრი უნდა აირჩიოს.

ვაკანტურ პოზიციაზე კობა გვენეტაძეა წარგენილი, რომლის მხარდაჭერაც მმართველ უმრავლესობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ამ საკითხზე კონსულტაციები კვირის ბოლოს ფრაქციაში და პრემიერთანაც გაიმართება.

უმრავლესობისა და კობა გვენეტაძის  პოზიციები ეროვნული ბანკის ფუნქციებთან დაკავშირებით იყოფა. სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ ყოფნას ემხრობა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს შემადგენლობაში რჩება საბჭოს 6 მოქმედი წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წევრის დამატების გარეშეც, საბჭოს შეეძლება ფუნქციების განხორციელება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები